RSS

Архив автора: კალეცკი

2 ოქტომბერი

დღეს ქეთიმ დარეკა და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა  «მე გღალატობდი» – არ  მჯერა, არა იმიტომ რომ ქეთის კარგად  ვიცნობდი  , არც  იმიტომ რომ შეუცვლელი საყვარელი ვარ ან გამორჩეული გარეგნობის , უბრალოდ ძალიან ცოტაა ისეთი  ქალი ვისაც შეუძლია უღალატოს კაცს,  რომელთანაც მას «სულიერი კავშირი აქვს» ,  ეს მითია,  რომლითაც ქალები თავს იტყუებენ რომ ყოველი კაცი,  რომელიც მათ ლამაზ სიტყვას ეტყვის მათი ერთადერთია და მათთან რაღაც მაღალმატერიალური სულიერი კავშირი აქვთ… ხო ქალს არ შეუძლია უღალატოს ასეთ კაცს.  კაცს??? კაცს კი შეუძლია და აუცილებლად უღალატებს… თუ არ უღალატებს ე,ი უბრალოდ იტყუება ან არ ჩავარდნია მომენტი…ჩვენს ცინიკურ მომხარებლურ საზოგადოებაში ქალები რომანტიულ ზღაპრებზე იზრდებიან, მათ სჯერათ

ქეთის  ჩანაფიქრი ნერვების მოშლა იყო , მე ხომ ერთადერთი ვარ რომელმაც მას გაცილებით უფრო ცუდი რამ გაუკეთა ვიდრე ბანალური მიტოვებაა, მე ქეთი არა მარტო დავიკიდე არამედ მოვიქეცი ისე როგორც ჩვენს ცინიკურ 21 საუკუნეში იქცევიან–  ფსევდო  კეთილგანწყობილება , ყალბი ღიმილი და ბანალური ფრაზები «მოდი მეგობრებად დავრჩეთ» , რაც მთავარია ყველაფერ ამის შემდგომ განამადგურებელი ცდა მეგობრობის, არაფერია იმაზე უფრო ყალბი ვიდრე ბიჭის და მისი ყოფილის მეგობრობა, როდესაც მარტო დარჩენა წამებაა და აუცილებლად ვინმეს გული ტკივა.

დილის შოკი დიდხან არ გაგრძელებულა, სამსახურის მანქანა დათქმულ დროზე მოვიდა და მე მალე გადავეშვი ჩემს საქმიანობაში , ძია გიორგი–ჩემი მძღოლი როგორც ყოველთვის,  დღესაც სუფთად გაპარსული და ჩემი  პრესის თანხლებით მოვიდა,  დილით გზაში გაზეთების კითხვა რიტუალია რომელიც სტუდენტობიდან მომყვება.არაფერი სჯობს დილით პრესას, მით უმეტეს თუ ცუდ ხასიათზე ხარ, ყოველღდიური ქართული პრესის თვალის ერთი გადავლება საკმარისია რომ კარგ ხასიათზე დადგე, შეუძლებელია ამდენი სისულელე ერთად იწერებოდეს, მაგრამ ფაქტია–იწერება…

ახლა ცოტა ჩემს მძღოლზე–ძია გიორგი ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია, ინტელექტუალი,  ტიპური  წარმომადგენელი დღეს უკვე აღარ არსებული საბჭოური ინტელიგენციის, რომლისთვისაც პატიოსნების კომუნისტური იდეალები არსებობდა, სწორედ ამ იდეალებმა შეუშალა მათ ხელი გაეძარცვათ საკუთარი ქვეყანა როდესაც ამის შანსი მიეცათ, რაღაც იდიოტურმა იდეალებმა რომლებზეც იზრდებოდა მილიონობით საბჭოეული ბავშვი იმ იდიოტურ სახელმწიფოში. 1990 იან წლებში აღმოჩნდა რომ ბიოლოგია და მით უმეტეს საკანდიდატურო აღარავის სჭირდება, საჭირო იყო ორი უნარი მოპარვის და შემდგომ ამ ფულის არ გაფლანგვის, ეს უნარები კი ძი გიორგის არ ჰქონდა, სწორედ ამიტომაც  ველურ 90 იანებში ძია გიორგიმ ბევრი რამე სცადა დაწყებული ბუტკის გახსნით რომელზეც მოდა დიდხანს გაგრძელდა პოსტ–საბჭოთა თბილისში  და დამთავრებული ელექტრო შემდუღებრით, მაგრამ ყველგან ძია გიორგი რჩებოდა ინტელექტუალად როდესაც საჭირო იყო გამყიდველობა მაღაზიის რომლებიც უბნის ლოკალურ ძველ ბიჭებს მოიგერიებდა ან ბანალურად იმუშავებდა გროშებზე და ამით კმაყოფილი იქნებოდა, მაგრამ გიორგის ეს არ შეეძლო, ყველაფერი გაცილებით ცუდად იქნებოდა რომ არა გიორგის ყოფილი სტუდენტი  გ–შ რომელიც იმ დროისთვის კარიერის მწვერვალებს იპყრობდა, გ–შ ყველაფერი ჰქონდა ამისთვის, უპრინციპობა, მლიქვნელობის უნიკალური უნარი,  და რაც მთავარია უნარი ყოფილიყო საჭირო ადგილას, საჭირო დროს…გ–შ არ შეეძლო დაევიწყებინა ერთადერთი ადამიანი რომელიც მას პატრონობდა სასოფლოში, ბატონი გიორგი რომელსაც ძალიან ეცოდებოდა სამტრედიის რომელიღაც სოფლიდან ჩამოსული უპატრონო ყმაწვილი რომელსაც სასადილოში საყიდელი ფულის არ ჰქონის გამო სახლიდან წამოღებული ბუტებროდებით(თუ ბუტერბროდი შეიძლება ეწოდოს კარაქიან პურს)  უწევდა დღის გატარება, გ–შ არ დაივიწყა მისი მენტორი და როდესაც მინისტრის მოადგილე გახდა, გიორგი მძღოლად წაიყვანა, 12 წლის შემდგომ გიორგი უკვე ელიტარული სამსახურში მძღოლია და ემსახურება უსაქმურ ცინიკოსს, როგორიც მე ვარ..

მიყვარს ჩემი სამსახური, ელიტარულ უბანში, ელიტარულ სახლში, დაცვით, მოსამსახურე პერსონალით, ყველაზე მთავარი ჩემს სამსახურში ორი უნარია, ღიმილი და უნარი საკუთარი უსაქმურობა გაასაღო საქმედ…

სამსახურში ორი რამ მიყვარს, ლიკა და მაია, ლიკა ჩემი ასისტენტია, 26 წლის, მოხდენილი მუქი ყავისფერი თმებით, დიდი ლამაზი ლურჯი თვალებით რომელიც ხშირად არის ცრემლებით სავსე და ღიმილით რომელიც ყველაფერს მავიწყებს,  ლიკას ერთადერთი ადამიანი რომელიც მიყვარს… უბრალოდ ამას ალბათ ვერასოდეს ვეტყვი, მე ხომ მისი მეგობარი ვარ…ისე რატომ არის ასე, საკმარისია ნახო ადამიანი რომელიც შენთვის ახლობელია და აღმოჩნდება რომ ან შენი მეგობრის ცოლია ან უკვე მეგობარია და ამ მეგობრობის დაკარგვას ისევ  სჯობს მეგობრის სტატუსი…

მაია ჩემი მდივანია, რეგიონიდან ჩამოსული 180 სმ სიმაღლის, დიდი გაბუტული ტუჩებით და ულამაზესი უკანალით მაია ყოვლად უსარგებლო თანამშრომელია, თითქოს ყავის მოდუღებას ან  ჩაის გაკეთებას ფილოსოფიური განათლება არ სჭირდება მაგრამ მაია ახერხებს და ყავა იმდენად უგემურია რომ მხოლოდ სტუმრებისთვის გამოდგება რომლებიც მაიას უკანალის მოხდენილი რხევის ხათრით დიდი სიამოვნებით მიირთმევენ შავ შხამს, ნუ ალბათ უკვე გასაგებია მაიას დანიშნულება, მაია ყველაფერს აკეთებს რისი გაკეთაბაც მე ლიკასთან მინდა და ვერასოდეს გავაკეთებ…

დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, სამი შეხვედრა, 5 მდე ზარი და კომპიუტერზე ძალიან სერიოზული სახით პასეანსის დამღლელი–3 საათიანი თამაში, ყველაფერი როგორც ყოველთვის, დღის ბოლოს ლიკა შემოვიდა და ტრადიციულად ყავა მოადუღა, მაიას ყავის ისტორია ჩემი და ლიკას დაუმთავრებელი ხუმრობის წყაროა, შევთანხმდით რომ ხვალ შესვენებაზე  კაფეში განვიხილავდით ახალ პროექტს… ლიკას წასვლამ ჩემში ისევ მოიტანა ნაცნობი სიცარიელე, ამიტომაც მაიას დავუძახე და ვუთხარი რომ დღეს ჩემთან მოდიოდა, მაიას არ გაუპროტესტებია, არც ის როდესაც კარები გავიხურე და მისი კაბის გახდა დავიწყე…და არც ის როდესაც სახლში მოსული საღამოს 10 საათზე ტაქსით უკან გავუშვი, არ  მინდა ჩემს ლოგინში სხვას ეძინოს…

 

Метки: , , , , , ,